საჯარო მოხელეებს მოხელის კლასი მიენიჭებათ და საკლასო დანამატს მიიღებენ

0
942

მთავრობამ პროფესიული საჯარო მოხელისათვის მოხელის კლასების მინიჭების წესი დაამტკიცა. დადგენილების მიხედვით მოხელისათვის კლასის მინიჭების მიზანს მოხელის მოტივაციის ამაღლება, მატერიალური კეთილდღეობის ხელშეწყობა და საჯარო სამსახურის სტაბილურობის უზრუნველყოფა.
მოხელის კლასების საერთო რაოდენობაა 12, სადაც პირველი კლასი არის ყველაზე დაბალი კლასი, ხოლო მე-12 – ყველაზე მაღალი კლასი.
დადგენილების მიხედვით მოხელის კლასის მინიჭების პირობები ასე ჩამოყალიბდა:
• პირველიდან მე-6 კლასის ჩათვლით – საუკეთესო შეფასებით 2 წელიწადში ერთხელ, მინიმუმ კარგი შეფასებით – 3 წელიწადში ერთხელ;
• მე-7 კლასიდან მე-12 კლასის ჩათვლით – საუკეთესო შეფასებით წელიწადში ერთხელ, მინიმუმ კარგი შეფასებით – 2 წელიწადში ერთხელ.
• მოხელის კლასი არ მიენიჭება იმ მოხელეს, რომელიც დანიშნულია გამოსაცდელი ვადით, გამოსაცდელი ვადის განმავლობაში.
• გამოსაცდელი ვადის გასვლის შემდეგ, მოხელეს მოხელის კლასის მინიჭებისას, გამოსაცდელი ვადა ჩაეთვლება სამსახურის სტაჟში.
• მოხელეს მინიჭებული მოხელის კლასი უნარჩუნდება მუდმივად და დაუშვებელია მისი ჩამორთმევა.
მოხელეს, რომელსაც მოხელის კლასი მიენიჭა, ეძლევა თანამდებობრივი სარგოს დანამატი – საკლასო დანამატი, რომლის ოდენობასა და მის გაცემასთან დაკავშირებული საკითხები „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად წესრიგდება. დადგენილება მიმდინარე წლის 1 ივლისიდან ამოქმედდება.

კომენტარები გამორთულია