შეიარაღებული ძალების დაარსებიდან 26 წელი გავიდა

0
191

საქართველოს შეიარაღებული ძალების დაარსებიდან 26 წლის იუბილე ხვალ, საზეიმო ღონისძიებებით აღინიშნება.

გავრცელენული ინფორმაციით ღონისძიებები ორ ლოკაციაზე – ქალაქ გორში დისლოცირებულ I ქვეით და ვაზიანში, IV მექანიზებულ ბრიგადებში გაიმართება. 
გორში სამხედრო ქვედანაყოფში დაგეგმილ ღონისძიებებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი და თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია დაესწრებიან. ვაზიანში კი, შეიარაღებული ძალების დღეს სამხედროებს, თავდაცვის სამინისტროსა და გენერალური შტაბის უმაღლესი თანამდებობის პირებთან ერთად, საქართველოს პრეზიდენტი მიულოცავს. 
ვაზიანში გამართულ საზეიმო ღონისძიებებს საქართველოს აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, ასევე დაღუპული სამხედრო მოსამსახურეების ოჯახის წევრები დაესწრებიან.

კომენტარები გამორთულია