დაინიშნება თუ არა თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში გამგებლის რიგგარეშე არჩევნები

0
434

„მერის/გამგებლის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში რიგგარეშე არჩევნებს ნიშნავს
საქართველოს პრეზიდენტი საქართველოს პრემიერ-მინისტრის კონტრასიგნაციით, მერის/გამგებლის
უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტიდან არაუადრეს მე-8 და არაუგვიანეს მე-10 დღისა. არჩევნები ტარდება არჩევნების დანიშვნიდან არაუგვიანეს 50-ე დღისა. არჩევნების დღემდე არაუგვიანეს 49-ე დღისა ცესკო განკარგულებით ადგენს საარჩევნო ღონისძიებათა ვადებს.
თუ მერის/გამგებლის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტისას ადგილობრივი თვითმმართველობის
ორგანოთა საერთო არჩევნებამდე 1 წელზე ნაკლებია დარჩენილი, მერის/გამგებლის რიგგარეშე არჩევნები არ ტარდება.” – წერია საქართველოს საარჩევნო კოდექსი.

იქიდან გამომდინარე, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები შემოდგომაზეა და მის გამართვამდე ერთ წელზე ნაკლებია დარჩენილი, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში რიგგარეშე არჩევნები არ დაინიშნება, ხოლო გამგებლის მოვალეობას პირველი მოადგილე შეასრულებს.

კომენტარები გამორთულია