თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის გამგებელმა თანამდებობა დატოვა

0
593

ინფორმაციას ბესიკ წიკლაურის თანამდებობიდან წასვლის შესახებ, ადგილობრივი გაზეთი „დიდგორელები” ავრცელებს.

„ტელეგრაფი” თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურს დაუკავშრდა, სადაც ფაქტი დადასტურეს. მათი განცხადებით, გამგებელმა თანამდებობიდან წასვლის შესახებ განცხადება 28 აპრილს დაწერა.

ბესიკ წიკლაური 2014 წელს ადგილობრივი არჩევნების გზით აირჩიეს. რა გახდა ხალხის მიერ არჩეული გამგებლის თანამდებობიდან წასვლის მიზეზი უცნობია. მიუხედავა, იმისა რომ მის წასვლასთან დაკავშრებით ინფორმაცია რამდენჯერმე გავრცელდა, თანამშრომლებისთვის გამგებლის გადაწყვეტილება მოულოდნელი აღმოჩნდა.

კომენტარები გამორთულია