რა ჯდება სკოლის დამამთავრებელი ბანკეტი რუსთავში

0
666

რა ღირს? – საოჯახო ბუღალტერია

გამოცდების ციებ-ცხელებასთან ერთად, მეთორმეტეკლასელებს წინ კიდევ ერთი, მნიშვნელოვანი დღე აქვთ გასავლელი. ზოგი ამ დღეზე მთელი 12 წელი ფიქრობს, ზოგი ბოლო 2 წელი, ზოგს კი საერთოდ არაფრად მიაჩნია.

სამზადისი თითქმის იანვრიდან იწყება. საორგანიზაციო ნუსხა კი ასე გამოიყურება: რესტორანი თავისი სრული მომსახურებით (სუფრა, მუსიკალური გაფორმება, წამყვანი, ტორტი, ფეიერვერკი), ტრანსპორტი, ფოტო-ვიდეო გადაღება/დრონი, წითელი ხალიჩა სკოლაში, ბანერი, ფოტოსესიისთვის ადგილი… მოკლედ სია გემოვნების მიხედვით იზრდება და მცირდება. რესტორნებისა და ფოტო-ვიდეო მომსახურების ჯავშანი სულ მცირე 3-4 თვით ადრე ხდება. რუსთაველები ძირითადად უპირატესობას ადგილობრივ რესტორნებს ანიჭებენ, თუმცა არიან გამონაკლისი სკოლები, რომლებიც დედაქალაქს მიაშურებენ.

რესტორნების ფასები თითო კაცზე 60 ლარიდან იწყება და 150 ლარამდე ადის. ფოტო-ვიდეო გადაღება 500 – 3000 ლარამდეა, გააჩნია გადამღებთა რაოდენობასა და მომსახურეობის მრავალფეროვნებას. მუსიკალური გაფორმება უმეტეს რესტორანს თავად აქვს და ეს უკანასკნელი 800 დან 3000 ლარამდე ღირს.

ამ ყველაფრისთვის ხარჯებს მშობლები იღებენ და ხარჯი თითეულ მათგანზე 300-600 ლარამდე მერყეობს. საორგანიზაციო საკითხებს ძირითადად მშობლები და ბავშვები აგვარებენ, თუმცა ბოლო დროს ზოგიერთი სკოლა ამ ყველაფერს ივენთმენეჯერებს ანდობს.

საერთო ხარჯს ეატება პირადი ხარჯი, რაც შემდეგ ჩამონათვალს მოიცავს, ტანსაცმელი, ფეხსაცმელი, თავის მოვლის პროცედურები, სოლარიუმი, მანიკურ-პედიკური, მაკიაჟი, ვარცხნილობა. ბიჭებს ავტომობილები გოგოების მისაყვა-მოსაყვანად. აქ ფასები ზემოთ ჩამოთვლილი ხარჯებისგან განსხვავებით გემოვნებისა და შესაძლებლობების ფარგლებშია და ინდივიდუალურობიდან გამომდინარე მისი დაანგარიშება რთულია.

(C) Telegraph.ge

 

 

კომენტარები გამორთულია