ახლადრეაბილიტირებულ კოსტავას გამზირზე უახლოეს პერიოდში კამერებს დაამონტაჟებენ

0
343

ახლადრეაბილიტირებულ კოსტავას გამზირზე უახლოეს პერიოდში კამერების დამონტაჟება მოხდება. კამერების დაყენების აუცილებლობა ბოლო პერიოდში გახშირებული ვანდალიზმის ფაქტების გამოვლენაა.

ბოლო ერთი თვის განმავლობაში უკვე რამდენიმე შემთხვევა დაფიქსირდა როდესაც, უცნობმა პირებმა სკამები, წყლის სისტემები და ურნები დააზიანეს, ასევე მოხდა შენობებზე გარკვეული ტიპის წარწერების დაწერაც. მერიაში ამბობენ რომ მსგავსი ფაქტების გამოვლენისთვის კამერების მონტაჟი უახლოეს პერიოდში განხორციელდება.

„ეს არის ვანდალიზმი, სახელმწიფო ქონების განზრახ დაზიანება,  რომელიც კანონით ისჯება, კამერების დაყენების შემდეგ კი ინფრასტრუქტურის დაზიანებები იმედია შემცირდება, ასეთის გამოვლენის შემთხვევაში კი ვანდალიზმის ჩამდენი პირი კანონით გათვალისწინებული ღონისძიებების შესაბამისად დაისჯება,“- აცხადებენ მერიაში.

კომენტარები გამორთულია