გაიყიდა თუ არა რუსთავის მეტალურგიული ქარხნის სამმართველოს შენობა

0
741

რამდენიმე დღეა, რუსთავში აქტიურად მიმდინარეობს საუბარი, რომ რუსთავის მეტალურგიული ქარხნის სამმართველოს შენობა გაიყიდა.  აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით, “ტელეგრაფი“ მეტალურგიის საზოგადოებასთან ურთიერთობის და მარკეტინგის განყოფილების ხელმძღვანელს დაუკავშირდა. სადაც განაცხადეს, რომ, მეტალურგიის სამმართელოს გაყიდვასთან დაკავშირებული ინფომრაცია სიმართლეს არ შეესაბამება და შენობის გაყიდვა არც უახლოეს მომავალში იგეგმება.

როგორც ამბობენ,  სამმართველოს შენობა „სოკარმა“ შეისყიდა, ინფორმაციის გადასამოწმებლად კომპანიის PR მენეჯერს დავუკავშირდით.  თუმცა  აღნიშნულ ინფომრაციას არც სოკარში ადასტურებენ. კომპანიის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ამბობს, რომ  მეტალურიგიის სამმართველოს შენობის შესყიდვასთან მათ არანაირი კავშირი არ აქვთ.

რუსთავის მეტალურგიული ქარხნის სამმართველოს შენობა ერთ-ერთი ისტორიული მნიშვნელობის შენობაა მეტალურგთა ქალაქში. მას ქალაქისა და ქვეყნის მასშტაბით საპატიო ადგილი უკავია. ქარხნის ისტორიულ მნიშვნელობას, არა მარტო მის მიერ წარმოებული პროდუქცია და მასშტაბები წარმოადგენს, არამედ ადმინისტრაციული შენობის არქიტექტურულად მრავალფეროვანი და დახვეწილი სტილი.

კომენტარები გამორთულია

LEAVE A REPLY