გაიცანით გასული კვირის ყველაზე პოპულარული ვიდეოს გმირი

0
1935

7 წლის ნიკოლოზ ჯანელიზე გასულ კვირას საქართველოში ყველაზე პოპულარული მოზარდი გახდა. ვიდეო, რომელიც „ბარსელონასა” და „იუვენტუსის” თამაშის შემდეგ არის გადაღებული, მის უსაზღვრო ემოციებს გამოხატავს. კადრებში ჩანს, თუ როგორ არის ბავშვი შეწუხებული „ბარსას” დამარცხებით. ვიდეო პირველად „ბარსას” ფან კლუბის გვრდზე გავრცელდა და დიდი გამოხმაურებაც მოჰყვა.

ვიდეოს გავრცელების შემდეგ ოჯახს გარკვეული უსიამოვნებები შეექმნა. ბავშვის მამა „ტელეგრაფთან“ საუბრისას ამბობს, რომ კომენტარების ნაწილმა გააღიზიანა და ვიდეოს ავტორს მისი წაშლა სთხოვა. თუმცა, ვიდეო ისე მალე გავრცელდა ინტერნეტში, სხვადასხვა საიტებზე რომ წაშლას აზრი აღარ ქონდა.

ჩვენ შევეცადეთ პატარა ნიკოლოზი უფრო ახლოს გაგვეცნო და მის შესახებ საინტერესო დეტალები მოგვეგროვებინა. ნიკოლოზი რუსთავში ცხოვრობს და რუსთავის მე-7 საჯარო სკოლაში პირველკლასში სწავლობს. როგორც ნიკოლოზის მამა, ირაკლი ჯანელიძე ამბობს, ბავშვი ფეხბურთს სამი წლიდან უყურებს და მისი ემოციურობაც მალევე შესაჩნევი იყო. როგორც ჩვენთვის გახდა ცნობილი, ბავშვი საყვარელი გუნდის თმაშს მამის მსგავსად ყოველთვის ინტერესით უყურებს და მისი ემოციებიც თამაშის შესაბამისია. მამა „ტეელგრაფთან“ საუბრისას აღნიშნავს, რომ ხშირად თამაშის შესახებ ბავშვს არ ეუბნევიან, თუ მის მოგებაში დარწმუნებულები არ არიან.

პატარა ნიკოლოზს „ბარსას” ფან კლუბიდან გარკვეული სახის შეთვაზებები ჰქონდა, თუმცა რაიმე კონკრეტული ჯერჯერობით არ არის გადაწყვეტილი. ირაკლი ჯანელიძე ამბობს, რომ საკითხს ამ ეტაპზე ის სერიოზულობით არ აღიქვამს.

კომენტარები გამორთულია