როგორი იქნება უკონტაქტო პატრული

0
775

უკონტაქტო პატრული, რომელიც ქუჩებში 1-ელი ივლისიდან გამოჩნდება, სამოქალაქო ავტომობილებით იმოძრავებს. ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

„უკონტაქტო პატრულირება ეს არის პრაქტიკა, რომელიც ევროპულ ქვეყნებსა თუ ამერიკის შეერთებულ შტატებში მოქმედებს და მას ყველგან აქვს დადებითი პრევენციული ეფექტი. რაც შეეხება მის შეფერილობას, კანონმდებლობა ითვალისწინებს, რომ ეს იქნება ჩვეულებრივი, სამოქალაქო მანქანები, თუმცა შინაგან საქმეთა სამინისტროს აქვს დისკრეცია და თავისუფლება, რომ ამ შემთხვევაში, თვითონ შეარჩიოს სამოქალაქო მანქანების ტიპი, შეფერილობა – იქნება მინიავტობუსი, პიკაპი, თუ რა ტიპის მანქანა. შეიძლება ტაქსის ნიშნითაც იმოძრაოს და ამერიკის შეერთებულ შტატებში არის მაგალითები, სადაც უკონტაქტო პატრულის მანქანებს ტაქსის შეფერილობა აქვს. მეტსაც გეტყვით, პრაქტიკაში ისეთი მანქანებიც არის, რომელთა უკანა ნახევარი ტაქსის ფერებშია შეფერილი, წინა ნახევარი კი პოლიციის ფერებში და როცა თქვენ დარღვევით გაუსწრებთ ამ მანქანას და გგონიათ ტაქსი, აღმოჩნდება, რომ ის არის სინამდვილეში საპატრულო პოლიცია“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

კომენტარები გამორთულია