რუსთავის აზოტის პროფკავშირები მშრომელთა საერთაშორისო დღეს შეურთდება

0
400

აქციაში  პროფკავშირების 40-მდე წევრი მიიღებს მონაწილეობას. როგორც რუსთავის აზოტის პროფკავშირების თავმჯდომარე გელა ბიჭიაშვილი „ტელეგრაფთან“ საუბრისას აღნიშნავს ეს არ არის დროშების ფრიალის დღე, აზოტელებისთვის მშრომელთა უფლებების დაცვის კუთხით არსებული მდგომარეობის პროტესტის გამოხატულებაა.

„დღეს ჩვენ აზოტელები ვუერთდებით, შრომის საერთაშორისო დღეს, რომელიც ჩატარდება თბილისში და მსვლელობა მოეწყობა. ვიქნებით დაახლოებით 35 ადამიანი. ეს არ არის დღე დროშების ფრიალის და გამოფენის, ეს არის იმ მოთხოვნების, იმ პრეტენზიების, იმ უფლებების დაცვის საკითხების წარმოჩენა, სახელმწიფოს და ქვეყნის მიმართ, რაც დასაქმებულებს გააჩნიათ“ – ამბობს გელა ბიჭიაშვილი.

ამ დღის აღნიშვნა ჯერ კიდევ 1880–იანი წლების პერიოდს და ამერიკის შეერთებულ შტატებს უკავშირდება. 1886 წელს ჩიკაგოში სამუშაო საათების რვა საათამდე შემცირების მოთხოვნით მშრომელთა მასობრივი დემონსტრაცია მიმდინარეობდა, პოლიცია კი მათ დაშლას ცდილობდა. ერთ–ერთმა დემონსტრანტმა პოლიციელების მიმართულებით დინამიტი ისროლა, რის საპასუხოდაც სამართალდამცველებმა ცეცხლი გახსნეს. ჯამში, ათობით ადამიანი დაიღუპა, მათ შორის იყვნენ პოლიციელებიც.  ამ მოვლენების გამო სასამართლომ შვიდ ბრალდებულს მიუსაჯა სიკვდილით დასჯა, ერთს კი 15 წლიანი პატიმრობა. სწორედ ამ მოვლენების შემდეგ დაიწყო მშრომელთა საერთაშორისო დღის აღნიშვნა. 1 მაისმა განსაკუთრებული მნიშვნელობა საბჭოთა კავშირში და სხვა კომუნისტური მმართველობის სახელმწიფოებში შეიძინა. სწორედ ამიტომ, დღესდღეობით საქართველოში ამ დღეს “მშრომელთა სოლიდარობის დღეს” ან “კომუნისტურ დღესასწაულს” უწოდებენ.

კომენტარები გამორთულია