რუსთავში მიმდინარე თვის ბოლოს ბიზნეს ფორუმი გაიმართება

0
111

​1 მაისს ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულ-გუბერნატორის ადმინისტრაციაში სამუშაო შეხვედრა გაიმართა კომპანია Business Georgia-ს წარმომადგენლებთან. მხარეებმა სამუშაო რეჟიმში იმსჯელეს ბიზნეს ფორუმის საორგანიზაციო საკითხებზე, რომელიც ქალაქ რუსთავში მიმდინარე თვის ბოლოს გაიმართება. როგორც შეხვედრის მიმდინარეობისას გახდა ცნობილი ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ ცენტრალური და ადგილობრივი სამთავრობო სტრუქტურების წარმომადგენლები, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და ბიზნეს სექტორის წევრები. ფორუმს ასევე დაესწრებიან პოტენციური ინვესტორები და უცხოელი ბიზნესმენები. შეხვედრას სამხარეო ადმინისტრაციისა და ქვემო ქართლის რეგიონული განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელი პირები დაესწრნენ.

კომენტარები გამორთულია

LEAVE A REPLY