სკვერის კეთილმოწყობა დასრულდა

0
382

ძველ რუსთავში, ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ხელოვნების სკოლის მიმდებარედ სკვერის კეთილმოწყობა დასრულდა. სკვერში დაიდგა შოთა რუსთაველის ბიუსტი, რომელიც წლების განმავლობაში მეგობრობის გამზირზე, მწერალთა ყოფილი სახლის წინ იყო განთავსებული. პროექტის ფარგლებში, ხელოვნების სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე მოეწყო ბორდიურები, განთავსდა სკამები და ურნები. სკვერის კეთილმოწყობისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 11 353 ლარი დაიხარჯა. სამუშაოები ელექტრონულ ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ – ‘’GP-Company’’ შეასრულა.

კომენტარები გამორთულია