ქვეწარმავალი მარნეულის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთი ბაგა-ბაღის ეზოში

0
1928
ფოტოს ავტორი: ლელა ხარშილაძე

მარნეულის მუნიციპალიტეტის, სოფელ თამარისის ბაგა-ბაღის ეზოში, ქვეწარმავალი მოკლეს. თვითმხილველების თქმით, ეს პირველი შემთხვევა არ არის და შხამიანი არსებები ბაღის მიმდებარე ტერიტორიას ხშირად სტუმრობენ.

„ტელეგრაფი” მარნეულის მუნიციპალიტეტის ბაგა _ ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელს ზაურ ქერიმოვს დაუკავშრდა. ქერიმოვმა დღევანდელი შემთხვევა დაადასტურა და აღნიშნა, რომ გველი არა ბაღის ტერიტორიაზე, არამედ მის ახლომახლოს იყო. ასევე განაცხადა, რომ ეს პირველი შემთხვევაა, რაც არ ემთხვევა თვითმხილველთა ნაამბობს.

კომენტარები გამორთულია