ნარჩენების მართვის კოდექსის წესების დარღვევის 10 ფაქტი – ქვემო ქართლში

0
210

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ქვემო ქართლის რეგიონული სამმართველოს გარემოსდაცვითი ინსპექტირების განყოფილების თანამშრომლებმა ნარჩენების მართვის კოდექსის წესების დარღვევის 10 ფაქტი გამოავლინეს.

გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ კრწანისის მიმდებარედ, მოქალაქე გივი ლომიძემ, დაყარა 1 მ3-ზე მეტი მოცულობის ინერტული მასალა. შედგა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ ოქმი. მასალები შემდგომი რეაგირებისათვის გადაეგზავნება შესაბამის ორგანოს.

ხოლო, ქალაქ რუსთავის, გარდაბნისა და მარნეულის მუნიციპალიტეტების სოფლების – აღთაკლიას, შულავერის, კირაჩმუღანლოს და იმირის მიმდებარედ, მოქალაქეებმა – კახა ყიყიშვილმა, ტარანა ალიევამ, კახაბერ ფეიქრიშვილმა, ამილ ტაგიევმა, ტურალ გუსეინოვმა, თენგიზ აფციაურმა, შოვგი აივაზოვმა, იხმატ მამედოვმა და კახრამან გარიბოვმა დაყარეს 2კგ-მდე მუნიციპალური ნარჩენი.

შედგა საჯარიმო ქვითრები-ადმინისტრაციული სამართალდარვევის ოქმები. ჯარიმა განესაზღვრათ 80-80 ლარის ოდენობით.

კომენტარები გამორთულია