რუსთავის თეატრში სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩატარდება

0
287

რუსთავის მერიამ გიგა ლორთქიფანიძის სახელობის მუნიციპალური თეატრის სარემონტო სამუშაოებისათვის საჭირო საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის დამზადების მომსახურების შესყიდვისთვის ტენდერი გამოაცხადა.

სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, თეატრის პირველ სართულზე საგრიმიოროების და სველი წერტილების რეაბილიტაცია მოხდება. შენობის მეორე სართულზე კი ადმინისტრაციული კაბინეტის რეაბილიტაცია განხორციელდება. სამუშაოების ფარგლებში მოხდება იატაკების, კედლების, კარ-ფანჯრების, ელექტროობის, გათბობის და განათების მოწყობა.

საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის დამზადების სადენდერო ღირებულება დღგ-ს გარეშე 423 ლარს შეადგენს. წინადადებების მიღება 6 მაისს დაიწყება და 8 მაისს დასრულდება. ტენდერში გამარჯვებულ კომპანიას პროექტის მოსამზადებლად 120 კალენდარული დღე აქვს განსაზღვრული.

კომენტარები გამორთულია