რუსთავში ძველი სასტუმროს შენობას ცეცხლი გაუჩნდა

0
1005

დაახლოებით ერთი საათის წინ, რუსთავში, მერიის მიმდებარე ტერიტორიაზე, დუმბაძის ქუჩაზე, ძველი სასტუმროს შენობაში ხანძარი გაჩნდა, რაც სავარაუდოდ სიგარეტის ნამწვმა გამოიწვია. ამ დროისთვის ცეცხლი ლიკვიდირებულია, მაგრამ ადგილზე რჩება სახანძრო სამაშველო სამსახურის ეკიპაჟი, ვინაიდან ჩუმი წვა მიმდინარეობს და შესაძლოა ახალი კერის წარმოქმნა.

სასტუმროს შენობა კერძო საკუთრებაა, თუმცა ავარიული და მიტოვებული, სადაც ხშირად იყრიან თავს უსახლკარო ადამიანები.

NO COMMENTS