სახელმწიფო საზღვარზე გადაადგილებულ ვიზიტორთა სტატისტიკურ მონაცემები

0
281

შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტი წარმოგიდგენთ საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე გადაადგილებულ ვიზიტორთა სტატისტიკურ მონაცემებს გასული თვის მდგომარეობით, კერძოდ:

2017 წლის აპრილის თვე 510 594 ვიზიტით განისაზღვრა, რაც 2016 წლის იგივე პერიოდის მაჩვენებელზე 10,2 %-ით მეტია.

რაც შეეხება იანვარ-აპრილის ინტერვალს, ქვეყანაში უკვე 1 776 719 ვიზიტი განხორციელდა, რაც 11,1%-ით მეტია 2016 წლის ანალოგიური საანგარიშო პერიოდის მაჩვენებელზე, ხოლო რაც შეეხება ტურისტულ ვიზიტს 736 265-ით განისაზღვრა, რაც 2016 წლის იგივე პერიოდის მაჩვენებელზე 26,9%- ით მეტია.

ამასთან, შემოღებული პირობითი დაყოფის მიხედვით, 2017 წლის აპრილის თვეში ხვედრითი წილის ურთიერთმიმართება შემდეგია:

  • ტურისტი – 222 622 ვიზიტი (საერთო რაოდენობის 43,6%, მატება წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან 29,7%);
  • ტრანზიტი – 107 865 ვიზიტი (საერთო რაოდენობის 21,1%, მატება წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან 0,3%);
  • სხვა – 180 107 ვიზიტი (საერთო რაოდენობის 35,3%, კლება წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან -2,1%).

2017 წლის აპრილშიც ყველაზე მეტი ვიზიტი კვლავ სომხეთიდან (+13,2%), აზერბაიჯანიდან (+7,1%), თურქეთიდან (-19,2%), რუსეთიდან (+16,5%), უკრაინიდან (+27,2%) და ირანიდან (+183,9%) განხორციელდა. ასევე, პოზიტიური ტენდენცია ნარჩუნდება ევროკავშირის ქვეყნების მიმართულებიდან, საიდანაც საქართველოში ჩამოსვლების რაოდენობის ზრდის კუთხით, იანვარ-აპრილშიც გამოირჩნენ გერმანია, პოლონეთი, საფრანგეთი, დიდი ბრიტანეთი, ლიტვა და ბულგარეთი (შესაბამისად 43%, 30%, 30%, 26%, 25% და 22%), ახლო აღმოსავლეთიდან – ისრაელი (67 %), შუა აზიის ქვეყნებიდან – ყაზახეთი (18%), უზბეკეთი (190%), თურქმენეთი (113%). აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებიდან – ბელორუსია (28%) და მოლდოვა (7%). აქვე აღსანიშნავია ამერიკის შეერთებული შტატების მოქალაქეების 17%-იანი ზრდა.

საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე გადაადგილებულ ვიზიტორთა სტატისტიკური მონაცემები (2017 წელი, აპრილი)

კომენტარები გამორთულია