სოფელ მუღანლოში საბავშვო ბაღის სარეაბილიტაციო სამუშაოები განხორციელდება

0
230

გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ მუღანლოში საბავშვო ბაღის სარეაბილიტაციო სამუშაოები განხორციელდება.

აღნიშნული სამუშაოებისთვის მუნიციპალიტეტემა ტენდერი 2 მაისს გამოაცხადა. სატენდერო დოკუმენტაციის თანახმად, ბაღის რეაბილიტაციისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 294 980 ლარია გამოყოფილი. სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით ბაღის სრული რეაბილიტაცია განხორციდლება. მოხდება როგორც შიდა ფასადის ასევე ტერიტორიის კეთილმოწყობაც. მუღალნოში ბაღის რეაბილიტაცია ახალი თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად განხორციდელბა.

სატენდერო წინადადებების მიღება 18 მაისს დაიწყება და 23 მაისს დასრულდება. ტენდერში გამარჯვებულ კომპანიას სამუშაოების შესასრულებლად ხელშეკრულების გაფორმებიდან 160 დღე აქვს განსაზღვრული.

კომენტარები გამორთულია