ყველაზე მძლავრი მიწისძვრა ჩილეს ქალაქ სანტიაგოში მოხდება

0
386
Santiago de Chile, Chile

ჟურნალი Earth and Planetary Science Letters-ი იმ კვლევას აქვეყნებს რომლიც, რამდენიმე ათასწლეულის მანძილზე ჩილეს ქალაქ სანტიაგოში ყველაზე მძლავრ მიწისძვრას პროგნოზირებს. კვლევის მიხედვით მიწისქვეშა ბიძგების მაგნიტუდის სიმძლავრე 8,3 ქულით შეფასდა.

გავრცელებული ინფორმაციით მიწისძვრას ლოთოსფერფული ფილა “ნასკას” ჩაძირვა გამოიწვევს. მკვლევარების ცნობით, ნასკა წელიწადში 8 სანტიმეტრით ქვემოთ იწევს. თუმცა სანტიაგოს რეგიონში ლითოსფეროს ფირფიტების ხახუნის გამო, ეს პროცესი შეფერხებებით მიმდინარეობს და ის თითქმის 4,5 მეტრით ჩამორჩება.

მიწისძვრის ეპიცენტრი ქალაქი ვალპარაისო გახდება, რომელიც ჩილეს დედაქალაქისგან 100 კილოემტრში მდებარეობს. სეისმოლოგების თქმით, წლებთან ერთად, მიწისძვრის მოხდენის საშიშროება მატულობს.

შეგახსენებთ, რომ ორი კვირის წინ, ჩილეში 7,1 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. ეპიცენტრი ვალპარაისოს სანაპირო ზოლიდან 35 კილომეტრში დაფიქსირდა. კაცობრიობის ისტორიაში ყველაზე მძლავრი მიწისძვრა ასევე ჩილეში 1960 წელს მოხდა რომლის მაგნიტუდის სიმძლავრე 9,5 იყო.

კომენტარები გამორთულია