დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი მოსახლეობას ტკიპებისგან თავდაცვას ურჩევს

0
1021

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით გრიპისა და გრიპისმაგვარი დაავადებების სეზონის დამთავრების შემდეგ გადამტანებით გადაცემადი დაავადებების სეზონი იწყება. აღნიშნულ პერიოდში აქტიურია ტკიპები. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა დღეს გამართულ პრესკონფერეციაზე ისაუბრა.

პაატა იმნაძის განმარტებით, იყო ტულარემიის რამდენიმე შემთხვევა, რომელიც შესაძლოა მღრღნელებით, დაბინძურებული საკვებით ან წყლით გადავიდეს. სამი შემთხვევა დაფიქსირდა დასავლეთ საქართველოში. ყირიმ-კონგოს ერთი შემთხვევა გვქონდა, ამიტომ, მაქსიმალური სიფრთხილეა საჭირო ტკიპებთან მოპყრობისას, ბუნებაში გასვლისას, ძროხების დამუშავებისას. ფერმერები საქონელს ხშირად ტკიპებს ხელით აცლიან. რჩევაა, რომ დაუცველი ხელით ნუ მოაშორებენ ტკიპებს, არის საშუალებები, რომლებიც ეფექტურად იცავენ შინაურ პირუტყვს ტკიპებისგან.

რაც შეეხება კოღოებს, იმნაძის ინფორმაციით, დაავადების გადამტანი კოღოები ჯერ არ არიან აქტიურები და ცოტა ხანში გამოფრინდებიან. მისი ინფორმაციით, სახელმწიფო მესამე წელია ახორციელებს კოღოების წინააღმდეგ შავიზღვისპირეთის ფართომასშტაბიან დამუშავებას. იმნაძის განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ კოღოს გამრავლების პირობები არ შევუქმნათ.

კომენტარები გამორთულია