რა ქონებას ფლობს ქვემო ქართლის გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებელი

0
1020

ქვემო ქართლის გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებელმა კახაბერ გუგეშაშვილმა თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის შესახებ დეკლარაცია მიმდინარე წლის 27 მარტს შეავსო.

დეკლარაციის მიხედვით გუგეშაშვილი უძრავი ქონების სახით რამდენიმე მიწის ფართობს, საცხოვრებელ და არასაცხოვრებელ ფართს ფლობს.

  • საცხოვრებელი სახლი  თბილისში 195 კვ.მ
  • არასაცხოვრებელი სახლი თბილისში 264 კვ.მ
  • მიწის ნაკვეთი ონში 9729 კვ.მ
  • მიწის ნაკვეთი ონში 800 კვ.მ
  • მიწის ნაკვეთი თბილისში 8800 კვ.მ
  • საცხოვრებელი სახლი თბილისში 64 კვ.მ

რაც შეეხება მოძრავ ქონებას, კახაბერ გუგეშაშვილი ნისანის მარკის მსუბუქ ავტომობილს ფლობს რომლის ღირებულებაც დეკლარაციის მიხედვით 6 000 დოლარს შეადგენს.

გუგეშაშვილის ანგარიშზე რომლიც თი-ბი-სი ბანკში აქვს 25 ლარი ირიცხება. რაც შეეხება საკუთრებაში არსებულ ნაღდ ფულს, გუგეშაშვილი 57 000 დოლარს ფლობს, მამა ამირან გუგეშაშვილი კი 20 000 დოლარს. აღნიშნული თანხის მიღების წყარო დეკლარაციაში არ არის მითითებული. თუმცა როგორც გუგეშაშვილი „ტელეგრაფთან“ საუბრისას აღნიშნავს ეს მისი პირადი დანაზოგია.

რაც შეეხება ხელფასს, რომელიც წინა წელს ქვემო ქართლის გუბერნატორის პირველი მოადგილის პოსტისთვის მიიღო, დეკლარაციაში შესაბამისი გრაფა არ იძებნება. „ტელეგრაფი“ დაინტერესდა გრაფის არ არსებობის მიზეზით, როგორც გაირკვა გუგეშაშვილს წინა წლის შემოსავალი შევსებული აქვს, რომელიც 45 312 ლარს შეადგენს, მაგრამ საიტზე აღნიშნული ინფორმაცია სავარაუდოდ ტექნიკური ხარვეზის გამო არ იძებნება.

დეკლარაციაში ასევე აღწერილია სამეწარმეო საქმიანობა, რომლის მიხედვიდაც, კახაბერ გუგეშაშვილის მეუღლე და მისი შვილი შპს „ამმა ბიზნესს ჯგუფის“ 100 პროცენტიანი წილის მფლობელები არიან. დეკლარაციის მიხედვით კი აღნიშნული შპს მიერ მიღებული შემოსავალი 0 ლარს შეადგენს.

გუგეშაშვილის მამას არაკომერციული ფართი იჯარით აქვს გაქირავებული 300 ლარად, საიდანაც ერთი წლის განმავლობაში შემოსავალი 3 600 ლარი მიიღო.

დეკლარაციის მიხედვით გასულ წელს  სახლის სარემონტო სამუშაოებისთვის კახაბერ გუგეშაშვილს გასავალი 14 000 ლარი ჰქონდა.

კომენტარები გამორთულია