რუსთავის საკრებულოში ბიოროს სხდომა გაიმართა

0
715

დეპუტატებმა დღის წესრიგით გათვალისწინებული 9 საკითხი განიხილეს. ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი სოციალურ პროგრამაში ცვლილებებას შეეხებოდა, რომლის ფარგლებშიც, მედიკამენტების დახმარებას 10 000 ლარი, ოპერაციების დაფინასებას 20 600 ლარი და აუტიზმის სპექტრით დაავადებულ ბავშვთა რეაბილიტაციას 6 000 დაემატა. დეტუტატებმა ასევე სხვადასხვა აიპებში მუხლობრივ ცვლილებებზე იმსჯელეს და ხმათა უმრავლესობით ყველა არსებული საკითხი  ხვალინდელ საკრებულოს სხდომაზე გასატანად დაამტკიცეს. საკრებულოს სხდომა ხვალ 11 საათზე ჩაინიშნა.

NO COMMENTS