7 წლის რუსთაველი მხატვარი პირველი პერსონალური გამოფენისთვის ემზადება

0
1562

„პატარა თითებით დავხატავ სამყაროს” – ასე ჰქვია პირველ პერსონალურ გამოფენას, რომელსაც საკუთარ დაბადების დღეზე 7 წლის თვითნასწავლი მხატვარი გიორგი გველესიანი გამართავს.

გამოფენაზე გიორგი 45 ნახატს გაიტანს. ნამუშევრები 2016 – 2017 წლებშია შესრულებული.

როგორც „ტელეგრაფთან” საუბარში ლელა ბერიძე აცხადებს, მისი შვილი ძალიან პატარა ასაკიდან ხატავს და ძირითადად იყენებს გუაშებს.

„უამრავი მხატვარი აღნიშნავს, რომ ბავშვს აქვს საოცარი ნიჭი ფერთა შეხამების, გიორგის კომპოზიციები საკმაოდ ღრმა ჩანაფიქრის მატარებელია.” – ამბობს ქალბატონი ლელა.

მხატვარი ზაალ სულაკაური თქმით, გიორგი გველესიანი იქნება, როგორც ჩვენი ქვეყნის, ასევე მსოფლიოს საგანძური.

პატარა მხატვარმა გამოფენაზე უამრავი  სტუმარი პირადად მოიწვია, ის ქალაქის მერიას ესტუმრა და მისაღებში მოსაწვევთან ერთად ქალაქის მერისთვის საგანგებოდ დაწერილი წერილიც დატოვა.

გამოფენა რუსთავის მე-4 საჯარო სკოლაში, 11 მაისს, 13 საათზე გაიმართება.

კომენტარები გამორთულია