აჭარაში ავარიას ორი რუსთაველი ახალგარზდა ემსხვერპლა

0
5720

გონიოში მომხდარ  ავარიას, ორი 35 წლამდე, რუსთაველი მამაკაცის სიცოცხლე ემსხვერპლა. – ამის შესახებ ინფორმაციას inforustavi ავრცელებს.

შემთხვევა დილის 8 საათზე მოხდა, სარფი-გონიოს გზატკეცილზე, სასტუმრო “თემოსთან” ორი მსუბუქი ავტომანქანა ერთმანეთს შეეჯახა. შეჯახების შედეგად “ოპელის” მარკის ავტომობილში მჯდარი ორი მგზავრი ადგილზევე გარდაიცვალა. “მერსედესის” მარკის ავტომობილში მყოფი მძღოლი კი გადაყვანილია საავადმყოფოში.თვითმხილველების განცხადებით, “მერსედესის” მარკის ავტომობილი 140 კმ.სთ.სიჩქარით მოდიოდა, სავარაუდოდ, საჭე ვერ დაიმორჩილა და “ოპელს” შეეჯახა. გავრცელებული ინფორმაციით, “მერსედესის” მარკის ავტომობილს თურქეთის მოქალაქე მართავდა. ადგილზემობილიზებული იყო სამაშველო სამსახური, სასწრაფო დახმარების ბრიგადები და საპატრულო პოლიცია. მომხდარზე მიმდინარეობს გამოძიება.

კომენტარები გამორთულია