ბოლნისში დათო ტურაშვილს მასპინძლობენ

0
495

მწერალ დათო ტურაშვილთან შეხვედრა, რომელიც ღია სივრცეში უნდა გამართულიყო, უამინდობის გამო ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგეობის საკონფერენციო დარბაზში მიმდინარეობს.

მკითხველის მწერალთან შეხვედრა, ბოლნისის მუნიციპალიტეტის მთავარი ბიბლიოთეკის ინიციატივითა და ბოლნისის მუნიციპალიტეტისა და კულტურის საკლუბო, საბიბლიოთეკო და სამუზეუმო გაერთიანების მხარაჭერით შედგა.

მწერალთან შეხვედრის შემდეგ, ბოლნისელებს დღესვე, ბოლნისის კულტურის სახლში დავით ტურაშივლის „ჯინსების თაობა” შეუძლიათ იხილონ, რომელსაც მაყურებელს თავისუფალი თეატრი წარუდგენს, დავით დოიაშვილის რეჟისორობით.

კომენტარები გამორთულია