დაბა თამარისში მომხდარი მკვლელობა შსს-მ ცხელ კვალზე გახსნა

0
845

როგორც „ტელეგრაფს” შინაგან საქმეთა სამინისტროდან აცნობეს, ბოლნისის მუნიციპალიტეტში მომხდარი მკვლელობის საქმე ცხელ კვალზე გაიხსნა, დაკავებულია ეჭვმიტანილი და გამოძიება მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით, რაც სხვისი სიცოცხლის განზრახ მოსპობას გულისხმობს.

შეგახსენებთ, შემთხვევა გვიან ღამით დაბა თამარისში მოხდა 1989 წელს დაბადებულმა მამაკაცმა, 1993 წელს დაბადებული ქალი მოკლა. გავრცელებული ინფორმაციით, მამაკაცმა ცოლს სასიკვდილო ჭრილობები დანით, ტელეფონზე მიღებული სმს -ის გამო, ეჭვიანობის ნიადაგზე მიაყენა. გარდაცვლილს ორი მცირეწლოვანი შვილი დარჩა.

კომენტარები გამორთულია