თბილისის 23-ე მეტროსადგურის მშენებლობა მაისში დასრულდება

0
428

თბილისის ახალი, 23-ე მეტროსადგურ “უნივერსიტეტით” სარგებლობას მოქალაქეები, სავარაუდოდ 2017 წლის აგვისტოში შეძლებენ. სამუშაოები მაისში სრულდება, რის შემდეგაც მეტროსადგურს აგვისტომდე სატესტო რეჟიმში აამუშავებენ.

საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდმა, მეტროსადგურ „უნივერსიტეტის” მშენებლობა, აზიის განვითარების ბანკის ფინანსური მხარდაჭერით, 2015 წლის მაისში დაიწყო. პროექტის ღირებულება 83,000,670 ლარია და იგი არსებული, დაკონსერვებული გვირაბების სრულ რეაბილიტაციას ითვალისწინებს.

როგორც ცნობილია, თბილისის მეტროპოლიტენის 23-ე მეტროსადგურის მშენებლობა 20 წლის განმავლობაში დაკონსერვებული იყო. გვირაბების სრულად რეაბილიტაციის შედეგად, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი, ახალი ტექნოლოგიებით აღჭურვილი უსაფრთხო სადგური შენდება.

როგორც მუნიციპალურ განვითარების ფონდში აცხადებენ, ახალი მეტროსადგური განტვირთავს მიწისზედა სატრანსპორტო ნაკადებს და მაქსიმალურად შეამცირებს საცობებს საბურთალოს რაიონში, სადაც ყოველდღიურად, საშუალოდ 220 000 ადამიანი სარგებლობს მუნიციპალური ტრანსპორტით.

მეტროსადგურ „უნივერსიტეტის” ამუშავება, დღეში 15 000 -ზე მეტ თბილისელსა და დედაქალაქის სტუმარს სწრაფი და უსაფრთხო გადაადგილების საშუალებას მისცემს.

მეტროსადგურს ექნება 4 ამოსასვლელი, ვაჟა-ფშაველას გამზირსა და სანდრო ეულის ქუჩაზე.

წყარო

კომენტარები გამორთულია