მოქალაქემ მოჭრა და დააზიანა 3 ძირი ვერხვის სახეობის ხე-მცენარე

0
181

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ქვემო ქართლის რეგიონული სამმართველოს გარემოსდაცვითი ინსპექტირების განყოფილების თანამშრომლებმა ხე-ტყის უკანონო ჭრის და დაზიანების ფაქტი გამოავლინეს.

მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ლეჟბადენის მიმდებარე ტერიტორიაზე, მოქალაქე შ. გ.-მ, მოჭრა და დააზიანა 3 ძირი ვერხვის სახეობის ხე-მცენარე.

გარემოსთვის მიყენებულმა ზიანმა შეადგინა 2180 ლარი.

ფაქტი შეიცავს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებს. მასალები შემდგომი რეაგირებისათვის გადაეგზავნა შსს მარნეულის რაიონულ სამმართველოს.

კომენტარები გამორთულია