რატომ დატოვა რუსთავის თეატრის სამხატრო ხელმძღვანელის თანამდებობა ნანუკა ხუსკივაძემ

0
530

„ტელეგრაფთან” საუბარში ნანუკა ხუსკივაძე აცხადებს, რომ გადაწყვეტილება წასვლის შესახებ, არჩევიდან ორ კვირაში მიიღო. ვინაიდან რუსთავის თვითმართველობის ხელმძღვანელობასთან ვერ შეთანხმდა გარკვეულ დეტალებზე, რომლებზე საუბარიც მსახიობს არ სურს.

„ეს იყო მნიშვნელოვანი საკითხები, დეტალებზე არ ვისაუბრებ, მაგრამ ეს იყო ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი.” – აცხადებს ხუსკივაძე და დასძენს, რომ თეატრის გამართულად მუშაობისთვის ძირეული ცვლილებებია საჭირო.

„ვიცოდი, რა სიტუაციაც იყო თეატრში და ამიტომაც მქონდა შეთავაზება, რაზეც ვერ შევთანხმდით” – უთხრა ნანუკა ხუსკივაძემ „ტელეგრაფს.”

მომხდართან დაკავშრებით ოფიციალური განცხადება გაავრცელა რუსთავის მერიამ, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ.

„მოგეხსენებათ, რუსთავის გიგა ლორთქიფანიძის სახელობის მუნიციპლური თეატრის სამხატვრო ხელმძღვამელის თანამდედბობა პირადი განცხადების საფუძველზე დატოვა ქალბატონმა ნანუკა ხუსკივაძემ. სამწუხაროდ, იყო გარკვეული საკითხები, რაზეც რუსთავის მერიის და ქალბატონ ნანუკა ხუსკივაძის მოსაზრებები არ დაემთხვა ერთმანეთს.

ძალიან ვწუხვართ, რომ არ შედგა ეს თანამშრომლობა  და კიდევ ერთხელ ვადასტურებთ ჩვენს უდიდეს პატივისცემას მისი შემოქმედების მიმართ.

გიგა ლორთქიფანიძის სახელობის მუნიციპალური თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის თანამდებობაზე რუსთავის მუნიციპალიტეტის მერია ხელმეორე კონკურსს გამოაცხადებს.”- ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, ნანუკა ხუსკივაძე  გიგა ლორთქიფანიძის სახელობის მუნიციპალური თეატრის სამხატრო ხელმძღვანელის თანამდებობაზე სპეციალურმა სარეკომენდაციო საბჭომ აპრილის თვეში კონკურსში მონაწილე 6 კანდიდატიდან შეარჩია და ქალაქის ხელმძღვანელობას  წარუდგინა. რაც რუსთავის მერიამ დადებითად შეაფასა და ხუსკივაძე სამხატრო ხელმძღვანელის თანამდებობაზე დანიშნა.

„ტელეგრაფი” რუსთავის გიგა ლორთქიფანიძის სახელობის მუნიციპლური თეატრის ხელმძღვანელს დაუკავშრდა. ზვიად დოლიძემ ჩვენთან საუბარში ფაქტის შეფასებისგან თავი შეიკავა და განაცხადა რომ, თეატრი აგრძელებს ჩვეულ რიტმში მუშაობას, რა ვალდებულებებიც აქვს აღებული.

 

 

 

კომენტარები გამორთულია