სემეკმა მოქალაქეებს 49 ათას ლარზე მეტი დავალიანება ჩამოეწერა

0
338

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ 4 მაისის საჯარო სხდომაზე დღის წესრიგით გათვალისწინებულ 65 საკითხებზე იმსჯელა. საკითხები შეეხებოდა მოქალაქეებსა და ელექტროენერგეტიკის, ბუნებრივი გაზის, წყალმომარაგების კომპანიებს შორის არსებულ დავებს. თემატურად, მოქალაქეთა საჩივრები მოიცავდა ხანდაზმულ დავალიანებებს, კომპანიის მიერ განხორციელებულ უსაფუძვლო დარიცხვებს, კომპანიის დადგენილებებს აბონენტის ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ცნობის თაობაზე.

კომისიის გადაწყვეტილებების შესაბამისად, მოქალაქეებს მთლიანობაში ჩამოეწერათ 49 942.50 ლარი.

 

კომენტარები გამორთულია