კომპანია “სილქნეტი” ადასტურებს, რომ 20 000 ლარით დაჯარიმდებით თუ Wi-Fi ზე პაროლი არ გიყენიათ

0
970

უკვე რამდნიმე დღეა აქტიურად განიხილება საკითხი “სილქნეტის” აბონენტების დაჯარიმების, რომელიც Wi-Fi ზე პაროლის არ არსებობის შემთხვევაში მოხდება და აღნიშნულის გამო ჯარიმა 20 000 ლარი იქნება.

“ტელეგრაფი” კომპანიის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამეტს დაუკავშირდა, სადაც აღნიშნული ინფორმაცია დაადასტურეს. როგორც კომპანიაში განმარტავენ  აღნიშნული რეგულაცია გათვალისწინებულია სილქნეტის სააბონენტო ხელშეკრულებებში და ეს არ არის ახალი ნორმა და იგი სრულ შესაბამისობაშია საქართველოს მოქმედ კანონმდებლობასთან

“სილქნეტი” ჯარიმასთან დაკავშირებით შემდეგი სახის ინფორმაციას გვაწვდის.

“როდესაც კომპანიასა და აბონენტს შორის ფორმდება სააბონენტო ხელშეკრულება, ეს ნიშნავს, რომ მომხმარებელს არ აქვს უფლება აღნიშნული მომსახურება გადასცეს სხვა პირს და მხოლოდაბონენტის მიერ საკუთარი მოხმარებისთვის მიეწოდება სერვისი. ხშირია ფაქტები, როდესაც სილქნეტის საცალო აბონენტები (როგორც ფიზიკური ასევე იურიდიული პირები) სილქნეტის მიერ მათთვის მიწოდებულ  მომსახურებას გადასცემენ მესამე პირებსკომერციული მიზნებისთვის.

გასათვალისწინებელია, რომ აღნიშნული არაერთხელ იქნა დადასტურებული საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მიერ შესაბამისიგადაწყვეტილებებით, როდესაც სილქნეტის ფიზიკური პირი აბონენტები ახორციელდებდნენ მომსახურების შემდგომ გადაყიდვას (მაგ. ინტერნენ კაფეებისთვის, ან მცირე ზომისსასტუმროებისთვის და ეს იმ პირობებში, როდესაც მსგავსი სახის საქმიანობა მოითხოვს ავტორიზაციას კომისიაში) და იღებდნენ შემოსავალს უკანონო საქმიანობისგან (იხ. კომისიის 2016 წლის 01მარტის N124/18 გადაწყვეტილება) ან გადაცემას მესამე პირებზე და ეს იმ პირობებში, როდესაც კომპანიასა და აბონენტს შორის გაფორმებული ხელშეკრულება ითვალისწინეს სილქნეტის მიერმომსახურების მიწოდებას კონკრეტული აბონენტისთვის ამ უკანასკნელთან შეთანხმებული პირობების გათვალისწინებით, ამ მომსახურების შემდგომი გადაყიდვის უფლების გარეშე.

ის შემთხვევები, როდესაც ხდება მომსახურების შემდგომი გადაყიდვა, მაგალითად ინტერნეტ კაფესთვის გადაცემა, ან თუმდაც მცირე ზომის სასტუმროსთვის ინტერნეტ მომსახურებისშემდგომი გადაცემა, ერთის მხრივ იწვევს ამ პირების მიერ კომპანიის ხარჯზე უკანონო შემოსავლების მიღებას, ხოლო მეორე მხრივ ეს იწვევს  აბონენტისთვის მისაწოდებელი ინტერნეტმომსახურების ხარისხის მკვეთრ გაუარესებას/ ვარდნას/ წყვეტას, ვინაიდან ხელშეკრულებით გათვალისწინებული ინტერნეტის ის სიჩქარე რაც განსაზღვრულია კონკრეტული აბონენტისთვისხარისხიანი მომსახურების მიწოდების მიზნით, ბუნებრივია არ და ვერ იქნება საკმარისი იმ შემთხვევაში თუ აბონენტების მიერ მოხდება მომსახურების შემდგომი გადაყიდვა/გადაცემა სხვაპირებისთვის. ეს ბუნებრივია იწვევს მომსახურების ხარისხის გაუარესებას, რის თაობაზეც  შემდეგ ეს აბონენტები თავადვე  მიმართავენ კომპანიას  ან მარეგულირებელ კომისიას საპრეტენზიოწერილებით. შესაბამისად, აღნიშნული რეგულაცია ემსახურება არამხოლოდ კომპანიის კომერციული ინტერესების, არამედ მომხმარებელთა უფლებებისა და საქართველოს მოქმედიკანონმდებლობის მოთხოვნების დაცვას.”

 

კომენტარები გამორთულია