კომუნიკაციების ეროვნული კომისია “სილქნეტის” ჯარიმასთან დაკავშირებით განმარტებას აკეთბს

0
754

“სილქნეტის” 20 000 ლარიან ჯარიმასთან დაკავშირებით “ტელეგრაფი” კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას დაუკავშირდა. ჩვენ დავინეტერსდით თუ რამდენად აქვთ უფლება კომპანიებს აბონენტებისთვის ჯარიმის დაკისრების და როგორ ხდება მისი რეგულირება.

როგორც კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი აღნიშნავს ეს არ ეხებათ მოქალაქეებს, ჯარიმა იურიდიულ პირებს კომერციული საქმიანობის განხორციელების შემთხვევაში დაეკისრებათ და ამას თავად კომპანია ხელშეკრულებით არეგულირებს.

“მე ფიზიკურ პირს როდესაც ინტერნეტი სალხში მაქვს დაყენებული ჩემი ნებაა პაროლს დავადებ თუ არა. ჯარიმა არის კომერციული მიზნებისთვის, როდესაც ფიზიკური აბონენტი დარეგისტრირდება და ინტერნეტს გამოიყენებს. საუბარია პირებზე რომლებიც გადაყიდვას ახორციელებენ. “სილქნეტი” როდესაც დებს ხელშეკრულებას იქ არის მითითებული პირობები, შესაბამისად პირი ვინც ხელშეკრუელბას დებს კარგად უნდა გაეცნობს ხელშეკრულებას და შესაბამისად მიიღოს გადაწყვეტილება” – ამბობს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენელი ხატია ყურაშვილი.

შეგახსენებთ რომ “სილქნეტის” აბონენტებს Wi-Fi ზე პაროლის არ არსებობის შემთხვევაში 20 000 ლარიანი ჯარიმა დაეკისრებათ.

კომენტარები გამორთულია