საპირფარეშოების ჰიგიენასთან დაკავშირებით ქვემო ქართლის სკოლებს გაფრთხილება მიეცათ

0
254

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მონიტორინგის სამსახურისა და შიდა აუდიტის დეპარტამენტის შემოწმების შედეგად, სკოლებში სხვა დარღვევებთან ერთად, გამოვლინდა სველ წერტილებთან, კერძოდ, საპირფარეშოს ჰიგიენის პრობლემები.

შედეგად, გაფრთხილება მიეცა მარნეულის მე-3 და მარნეულის სოფელ ჯანდარის სკოლებს. ასევე მითითება მიიღო მარნეულის სოფელ წერეთლის სკოლამ.

აღნიშნული ინფომრაცია “ტელეგრაფს” განათლების სამინისტრომ მიაწოდა.

 

კომენტარები გამორთულია