შემოსავლების სამსახურის მოძრავი სერვისცენტრი RS CAR გადასახადის გადამხდელებს 34 ლოკაციაზე მოემსახურება

0
362

01 – 29 მაისს, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მოძრავი სერვისცენტრი – RS CAR – მომსახურებას გაუწევს იმ რეგიონებს, სადაც არ არის შემოსავლების სამსახურის მომსახურების სერვისცენტრები და რაიონული წარმომადგენლობები.

მოძრავი სერვისცენტრი (მიკროავტობუსი) აღჭურვილია ყველა თანამედროვე ტექნიკური საშუალებით. შესაბამისად, გადასახადების გადამხდელები შეძლებენ, მათთვის მოსახერხებელ ადგილას, დასახლებული პუნქტიდან გაუსვლელად, დროულად მიიღონ სხვადასხვა სახის ელექტრონული სერვისი.

მოძრავი სერვისცენტრის დახმარებით, გადასახადის გადამხდელს საშუალება ექნება, მიიღოს შემდეგი ელექტრონული მომსახურება: კონსულტაცია საქართველოს საგადასახადო კოდექსისა და შესაბამისი ნორმატიული აქტების გამოყენებასთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახურის ელექტრონული გვერდის სარგებლობის მიზნით, ავტორიზაციის შემდგომ განცხადებების მიღება და რეაგირება, მიკრო/მცირებიზნესისა და ფიქსირებული გადასახადის გადამხდელის სტატუსის მინიჭება/გაუქმება. ასევე, მაღალმთიანი დასახლების საწარმოს სტატუსის მინიჭება/შეჩერება/შეწყვეტის განცხადებების მიღება. ამასთან, მოხდება, შემოსავლების სამსახურის კომპეტენციის ფარგლებში, შესაბამისი ცნობების გაცემა (საგადასახადო დავალიანების, გადამხდელის რეგისტრაციის, დღგ-ის რეგისტრაციის, შემოსავლების შესახებ და სხვა) და ა.შ

ტერიტორია თარიღი RS CAR-ის განთავსების მისამართი საათები
დმანისი 01.05.2017 წმინდა ნინოს ქ. N 41 (გამგეობის შენობის წინ) 10:00-17:00
ხულო 01.05.2017 ხულო, გამგეობის შენობის წინ 10:00-17:00
თეთრიწყარო 02.05.2017 თამარ მეფის ქ. N 34, გამგეობის მიმდებარე ტერიტორია 10:00-17:00
შუახევი 02.05.2017 შუახევი, გამგეობის შენობის მიმდებარე ტერიტორია 10:00-17:00
სართიჭალა 03.05.2017 გარდაბნის რაიონი, სოფ.სართიჭალა, საზოგადოებრივი ცენტრის მიმდიებარედ 10:00-17:00
ქედა 03.05.2017 დაბა ქედა, ცენტრში 10:00-17:00
ლანჩხუთი 04.05.2017 ჟორდანიას ქ. N 135 (პოლიციის შენობის გვერდით) 10:00-17:00
კასპი 04.05.2017 სააკაძის ქ.  N 68 (საკრებულოს შენობასთან) 10:00-17:00
ჩოხატაური 05.05.2017 დუმბაძის ქ. N 8 (ლიბერთი ბანკის მიმდებარედ) 10:00-17:00
ქარელი 05.05.2017 თამარ მეფის ქ. N 48, ლიბერთი ბანკის მიმდებარე ტერიტორია 10:00-17:00
ბაღდათი 08.05.2017 წერეთლის ქ.  N 2, გამგეობის შენობასთან 10:00-17:00
გურჯაანი 08.05.2017 ნონეშვილის გამზირი N13 (გამგეობის შენობასთან) 10:00-17:00
ხონი 10.05.2017 გამგეობის შენობის მიმდებარე ტერიტორია 10:00-17:00
ყვარელი 10.05.2017 კუდიგორის ქ. N 1 (მუნიციპალიტეტის შენობასთან) 10:00-17:00
ვანი 11.05.2017 ვანი, (გამგეობის შენობის მიმდებარე ტერიტორია) 10:00-17:00
ახმეტა 11.05.2017 ბიძინა ჩოლოყაშვილის ქ. N49 (გამგეობის შენობასთან) 10:00-17:00
მარტვილი 15.05.2017 თავისუფლების ქ. N10 (მუზეუმის წინ) 10:00-17:00
დუშეთი 15.05.2017 რუსთაველის ქ. N 27 (დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის მიმდებარე ტერიტორია, ცენტრალური მოედანი) 10:00-17:00
აბაშა 16.05.2017 ჯორჯიკიას ქ.N 3  (ლიბერთი ბანკის წინ) 10:00-17:00
ადიგენი 16.05.2017 თამარ მეფის ქუჩის დასაწყისი  (გამგეობის შენობის მიმდებარე ტერიტორია) 10:00-17:00
ხობი 17.05.2017 ცოტნე დადიანის ქ. N 190  (ლიბერთი ბანკის მიმდებარე ტერიტორია) 10:00-17:00
ნინოწმინდა 17.05.2017 პუშკინის ქუჩა (გამგეობის შენობის მიმდებარე ტერიტორია) 10:00-17:00
თერჯოლა 18.05.2017 რუსთაველის ქ.N 106, გამგეობის მიმდებარედ 10:00-17:00
ასპინძა 18.05.2017 მეფე თამარის ქუჩის დასაწყისი  (თიბისი ბანკის მიმდებარე ტერიტორია) 10:00-17:00
ხარაგაული 19.05.2017  9 აპრილის ქ. N 15  (გამგეობის შენობის მიმდებარე ტერიტორია) 10:00-17:00
საჩხერე 19.05.2017 თავისუფლების ქ. N 4, გამგეობის მიმდებარედ 10:00-17:00
წალენჯიხა 22.05.2017 გამსახურდიას ქ. N 2  (ლიბერთი ბანკის მიმდებარე ტერიტორია) 10:00-17:00
ტყიბული 22.05.2017 კარლო ლომაძის მოედანი  (გამგეობის შენობის მიმდებარე ტერიტორია) 10:00-17:00
ლენტეხი 23.05.2017 თამარ მეფის ქ. N 24 (გამგეობის შენობის წინ) 10:00-17:00
ნორიო 23.05.2017 ნორიო, გამგეობის მიმდებარე ტერიტორია 10:00-17:00
ცაგერი 24.05.2017 რუსთაველის ქ.N 64 (გამგეობის შენობის წინ) 10:00-17:00
მარტყოფი 24.05.2017 მარტყოფი ქ.  N 1,  საზოგადოებრივი ცენტრის მიმდებარე ტერიტორია 10:00-17:00
ჩხოროწყუ 25.05.2017 კოსტავას ქ. N 3  (ლიბერთი ბანკის მიმდებარე ტერიტორია) 10:00-17:00
ხაიში 29.05.2017 დაბა ხაიში, ცენტრში 10:00-17:00

კომენტარები გამორთულია