ხუთი დირექტორი თანამდებობიდან გაათავისუფლეს

0
712

სკოლებში საპირფარეშოების მოუწესრიგებლობის გამო, ხუთი დირექტორი თანამდებობიდან გაათავისუფლეს. საკითხი სანიტარულ-ჰიგიენურ ნორმებს, ძირითადად ტუალეტების მოუწესრიგებლობასა და არასათანადო პირობებს უკავშირდება. “ტელეგრაფი” დაინტერესდა არიან თუ არა გათავისუფლებულ დირექტორებს შორის ქვემო ქართლის რეგიონის სკოლის დირექტორები.

როგორც განათელბისა და მეცნიერების სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა “ტელეგრაფთან” საუბრისას განმარტა, ქვემო ქართლის რეგიონის არცერთი სკოლის დირექტორი აღნიშნული პრობლემის გამო გათავისუფლებული არაა.

ხუთ დირექტორი თანამდებობებიდან როგორც თბილისის, ასევე საქართველოს რეგიონების სკოლებიდანაც გაათავსისუფლეს.

კომენტარები გამორთულია