ახალგაზრდა მამაკაცი, რომელიც მეგობრებმა საავადმყოფოში დატოვეს გარდაიცვალა

0
2257

კლინიკა “რუსთავში”  მამაკაცი გარდაიცვალა. მამაკაცი კლინიკაში მეგობრებმა დატოვეს. დაუზუსტებელი ინფორმაციით, გარდაცვლილი ნარკოტიკული საშუალების ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდა.

„ტელეგრაფი” მომხდართან დაკავშრებით შინაგან საქმეთა საინისტროს დაუკავშირდა, სადაც მომხდარი დაადასტურეს და განაცხადეს, რომ გარდაცვლილი სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ბიუროშია გადასვენებული, სადაც ექსპერტიზა ჩაუტარდება.

პოლიციამ უკვე გამოკითხა ის პირები, რომლებმაც მამაკაცი საავადმყოფოში მიიყვანეს.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 115–ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

კომენტარები გამორთულია