ქვემო ქართლის გუბერნატორობის კიდევ ერთი კანდიდატურა

0
2271

ქვემო ქართლის გუბერნატორის თანამდებობა ორი კვირაა ვაკანტურია. პრემიერ მინისტრის ბოლო განკარგულება, რომელიც მთავრობის ადმინისტრაციის ოფიციალურ გვერდზეა (gov.ge) გამოქვეყნებული, პაატა ხიზანაშვილის გათავისუფლებაა.

როგორც საქართველოს მთავრობის პრესმდივანი, სოფო მოსიძე „ტელეგრაფთან“ საუბრისას აცხადებს, ახალი კანდიდატურის შერჩევის პროცესი მიმდინარეობს, თუმცა ჯერჯერობით კონკრეტული გადაწყვეტილება მიღებული არა არის. „კადრების შერჩევის პროცესი ვადებით გათვალისწინებულ პერიოდში მოხდება, მანამდე კი რეგიონს მოვალეობის შემსრულებები ხელმძღვანელობს“- აცხადებს მოსიძე.

ახალი კადრის შერჩევის პარალელურად, უკვე გაჟღერდა რამდენიმე სავარაუდო კანდიდატის ვინაობა, გურამ ამირიძე, რომელმაც კატეგორიულად უარყო თავისი კანდიდატურის მოაზრება და გოჩა ცოფურაშვილი, რომელიც არ უარყოფს მისი კანდიდატურის ალბათობას. დღეს კი, „ტელეგრაფისთვის“ კიდევ ერთი სავარაუდო კანდიდატის ვინაობა გახდა ცნობილი. გრიგოლ ნემსაძე, დაცვის კომპანია „ალგანის“ ერთ-ერთი დამფუძნებელი.  გავრცელებული ინფორმაციით, გადაწყვეტილება თითქმის მიღებულია და პრემიერი უახლოეს დღეებში სწორედ მას წარადგენს ქვემო ქართლის რწმუნებულ-გუბერნატორის პოსტზე.

„ტელეფრაფი“ შეეცადა ნემსაძესთან დაკავშირებას, მის კომენტარს ამ დრომდე ველოდებით, რომელსაც აუცილებლად შემოგთავაზებთ.

ამ ეტაპზე კი მასზე მხოლოდ იმის თქმა შეგვიძლია, რომ გრიგოლ ნემსაძე 1976 წელს თბილისში დაიბადა, პროფესიით ეკონომისტია, კერძო სექტორში მრავალწლიანი გამოცდილება აქვს და სახელმწიფო სტრუქტურაში მაღალ თანამდებობაზე არასდროს უმუშავია.

(C) Telegraph.ge

 

კომენტარები გამორთულია