51 ეკომიგრანტი ოჯახი შესაძლოა ღია ცის ქვეშ დარჩეს

0
1225

გუშინ სოფელ ჯიგრაშენში აჭარიდან ჩასახლებული ოჯახის გამოსახლების შემდეგ, შესაძლოა სხვა ეკომიგრანტმა ოჯახებმაც მათი  ბედი გაიზიარონ. თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში, ბოლო ორი დღეა ეკომიგრანტი ოჯახების გამოსახლების რეალური საფრთხე გაჩნდა. საბერძნეთიდან დაბრუნებული მეპატრონეები მათგან სახლების დაცლას ან ყიდვას მოითხოვენ.

„ტელეგრაფი“ საკითხთან დაკავშირებით თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელს დაუკავშირდა. როგორც ლელა გიგაურმა ჩვენთან საუბრისას აღნიშნა, საფრთხე მართლაც ბერვ ოჯახს ემუქრება.

„რეალური საშიშროების ქვეშ მდგომი 51-მდე ოჯახი გვყავს, ძალიან რთული სიტუაციაა მუნიციპალიტეტში ამ კუთხით. ეს ოჯახები ფაქტიურად შესახლებული არიან სახლებში, რომელთაც რეალურად ჰყავთ მეპატრონეები. ბევრი მეპატრონე გასულია საზღვარგარეთ, საბერძნეთში, მაგრამ არის ფაქტები როდესაც ბრუნდებიან და უხეშად რომ ვთქვათ, ასახლებენ საკუთრ სახლში შესულ მოსახლოებას. გუშინ მაგალითად გვქონდა ერთ-ერთი ასეთი ფაქტი, დაბრუნდა ოჯახი, რომელმაც გამოასახლა მის სახლში შესული ეკომიგრანტი ოჯახი. რეალურად, არსებობს საფრთხე რომ დანარჩენი ოჯახებიც ასეთ მდგომარეობაში აღმოჩნდებიან“ – ამბობს ლელა გიგაური.

„ტელეგრაფი“ დაინტერესდა იგეგმება თუ არა რაიმე ღონისძიება ეკომიგრანტი ოჯახებისთვის, რომელთაც გამოსახლების საშიშროება აქვთ. როგორც გიგაური ამბობს, პრობლემის შესახებ დევნილთა სამინისტრო ინფორმირებულია და ამ შემთხვევაში ოჯახების დახმარების შესაძლებობა მხოლოდ მათ შეუძლიათ.

როგოც ჩვენთვის გახდა ცნობილი, ეკომიგრანტების აღრიცხვას  ლტოლვილთა და განსახლების სამინისტრო აწარმოებს. უწყებამ 4 ოჯახს ბინა უკვე გადასცა. დამატებით მოხდა სხვა ოჯახების აღრიცხვაც, თუმცა ამ ეტაპზე რა სახის ღონისძიებებს გეგმავს სამინისტრო უცნობია.

 

NO COMMENTS