გრიგოლ ნემსაძემ ქვემო ქართლის გუბერნატორობის კანდიდატობასთან დაკავშირებით კომენტარი არ გააკეთა

0
2056

„ტელეგრაფის“ ინფორმაციით ქვემო ქართლის გუბერნატორობის კანდიდატად გრიგოლ ნემსაძე მოიაზრება. ნემსაძე, დაცვის კომპანია „ალგანის“ ერთ-ერთი დამფუძნებელია.  გავრცელებული ინფორმაციით, გადაწყვეტილება თითქმის მიღებულია და პრემიერი უახლოეს დღეებში სწორედ მას წარადგენს ქვემო ქართლის რწმუნებულ-გუბერნატორის პოსტზე.

„ტელეფრაფი“ მეორე დღეა ცდილობს ნემსაძესთან დაკავშირებას, თუმცა მან არც ჩვენს სატელეფონო ზარებს უპასუხა და არც შეტყობინებას, რომელიც მობილურ ტელეფონზე კითხვის სახით გავუგზავნეთ.

ამ ეტაპზე კი, მასზე მხოლოდ იმის თქმა შეგვიძლია, რომ გრიგოლ ნემსაძე 1976 წელს თბილისში დაიბადა, პროფესიით ეკონომისტია, კერძო სექტორში მრავალწლიანი გამოცდილება აქვს და სახელმწიფო სტრუქტურაში მაღალ თანამდებობაზე არასდროს უმუშავია.

 

კომენტარები გამორთულია