მასშტაბური ევაკუაცია ჰანოვერში

0
147

გერმანიის ქალაქი ჰანოვერის 50 ათასი მცხოვრების ევაკუცია მოხდება, მეორე მსოფლიო ომის შემდეგ დარჩენილი ხუთი ბომბის განაღმვითი სამუშაობის ჩასატარებლად. ინფორმაციას გამოცემა The Local-ი ავრცელებს.

ოპერაცია, გარდა საცხოვრებელი კორპუსებისა, შეეხება მოხუცებულთა სახლს, სამედიცინო კლინიკას და საბურავების მწარმოებელ ქარხანას. ევაკუაცია დღეს დილის 09:00 საათზე დაიწყო.

მოქალაქეებისთვის ორგანიზებულია დამატებითი გადარიცხვები. გარდა ამისა, ჰანოვერში 7 მაისს ევაკუირებულ მოსახელობას გადასცემენ უფასო საკვებს. ხელისუფლება დისკომფორტისთვის კომპენსაციის სახით, ასევე აპირებს გასართობი ღონისძიებების ჩატარებას.

გერმანიაში პირველი უმსხვილესი ევაკუაცია გასულ წელს აუგსბურგში განხორციელდა, როდესაც 54 ათასი ადამიანის ევაკუაცია 3,8 ტონიანი ბომბის აღმოჩენის გამო გახდა აუცილებელი.

კომენტარები გამორთულია