დონალდ ტრამპმა ტვიტერის პირად გვერდზე გიორგი კვირიკაშვილთან ერთად გადაღებული ფოტო გამოაქვეყნა

0
3438

„პატივი მქონდა დღეს თეთრ სახლში მივსალმებოდი გიორგი კვირიკაშვილს, ვიცე-პრეზიდენტ მაიკ პენსთან ერთად”, – წერს აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი „ტვიტერის“ პირად გვერდზე და პრემიერ კვირიკაშვილთან გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი თეთრ სახლში დღეს ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტს დონალდ ტრამპს შეხვდა. როგორც შეხვედრის შემდეგ პრემიერმა ჟურნალისტებს განუცხადა, აშშ-ის პრეზიდენტის მხრიდან ქართულმა მხარემ მიიღო ძალიან მკაფიო გზავნილები საქართველოს მიმართ მხარდაჭერის თაობაზე.

კომენტარები გამორთულია