ელექტრონული ზედნადებების გამოწერის ფაქტებთან დაკავშირებით დანაშაულის ნიშნები გამოვლინდა

0
230

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მონიტორინგის სამმართველოს აღმოსავლეთის განყოფილების ოფიცრების მიერ, ქვეყნის მასშტაბით განხორციელებული სასაქონლო ზედნადებების მონიტორინგის მიზნით, გატარებული ღონისძიებების შედეგად, სასაქონლო ზედნადებების გამოწერის ფაქტებთან დაკავშირებით, შესაძლო დანაშაულის ნიშნები გამოვლინდა. კერძოდ, ორი კონკრეტული საწარმოს მიერ, ტრანსპორტირებული საქონელის გადამოწმების შედეგად, გადასახადის გადამხდელად არარეგისტრირებულ ფიზიკურ პირებზე სასაქონლო ზედნადების გამოწერის ფაქტები გამოვლინდა.

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ერთიანი ელექტრონული საინფორმაციო ბაზის მონაცემებით დადგინდა, რომ აღნიშნულ ფიზიკურ პირებზე გადასახადის გადამხდელად აღრიცხვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის დარღვევით, რეგულარულად ხორციელდებოდა ერთგვაროვანი სახეობის გარკვეული რაოდენობის საქონელზე, სასაქონლო ზედნადებების გამოწერა.

შესაბამისად, გამოიკვეთა პირების მიერ ეკონომიკური საქმიანობის განხორციელების ფაქტები, თუმცა, ფიზიკურმა პირებმა უარყვეს სამეურნეო ოპერაციებში მხარედ მონაწილეობის ფაქტები. ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ელექტრონული ბაზის მონაცემებით ასევე დადგინდა, რომ აღნიშნული საწარმოების მიერ, მსგავსი სქემით, გადასახადის გადამხდელად არარეგისტრირებულ ფიზიკურ პირებზე, სხვა შემთხვევებშიც (2121 ფიზიკურ პირზე), რეგულარულად ხორციელდებოდა სასაქონლო ზედნადებების გამოწერა, სავარაუდოდ არარსებულ სამეურნეო ოპერაციებზე.

ჯამში სულ   ერთეული მიწოდების ოპერაციის ამსახველი ელექტრონული სასაქონლო 7678 ზედნადები გამოიწერა.
საქმეთა მასალები, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეცა.

კომენტარები გამორთულია