რუსთავში უცნობმა პირებმა ფიჭვის ხე მოჭრეს

0
702

რუსთავში, მეგობრობის გამზირის #27 მიმდებარედ არსებულ მწვანე ზოლში დაუდგენელმა პირებმა ფიჭვის ხე მოჭრეს. მოჭრილი ხე ააიპ ,,უზრუნველყოფის” გამწვანების სამსახურის თანამშრომლებმა დღეს დილით ნახეს. როგორც ადგილობრივები აცხადებენ, შემთხვევა სავარაუდოდ გამთენიისას მოხდა. ფაქტის შესახებ ააიპ „უზრუნველყოფის“ სამსახურის უფროსის მოადგილემ გოჩა კიკაჩეიშვილმა საპატრულო და კრიმინალურ პოლიციას აცნობა. შედგა შესაბამისი სამართლებრივი ოქმი და დაიწყო გამოძიება.

კომენტარები გამორთულია