ორი მიწისძვრა ერთ დღეს – რატომ არის ხშირი მიწისქვეშა ბიძგები დმანისის მუნიციპალიტეტში

0
506

დღეს დმანისში მიწისქვეშა ბიძგები ორჯერ დაფიქსირდა. ბოლო პერიოდის განმავლობაში დმანისში ეს პირველი შემთხვევა არ იყო. “ტელეგრაფი” დაინტერესდა რამდენად მაღალი რისკის ზონაა სეისმოლოგიურად დმანისის მუნიციპალიტეტი.

საკითხის გასარკვევად, დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა სეისმოლოგიურ ცენტრს დავუკავშირდით. სეისმოლოგი მანანა ძმანაშვილი “ტელეგრაფთან” საუბრისას აღნიშნავს რომ ტერიტორია სეისმურად აქტიური ზონაა.

“საქართველოში ყველაზე მეტად აქტიური ქვემო ქართლის რეგიონია, ჯავახეთის ზეგანი, დღეს ორი მიწისძვრა დაფიქსირდა დმანისის მიმდებარედ, თუმცა ეს სუსტი ბიძგები იყო და ზიანის მოტანა მას არ შეუძლია. მოსალოდნელი რისკების შესახებ კი, შეიძლება ითქვას რომ დმანისი ყველაზე აქტიური ზონაა საქართველოში, ამიტომ მიწისქვეშ ბიძგები იქ დაფიქსირდება, თუმცა სიმძლავრე და შედეგები უცნობია.”

ტერიტორია, სადაც დღეს ბიძგები დაფიქსირდა ძირითადად დაუსახლებელი ტერიტორიებია.

კომენტარები გამორთულია