რუსთავის ავტოდრომზე სიჩქარის გადაჭარბებისთვის დაჯარიმებულ მძღოლებთან შეხვედრა გაიმართა

0
494
შსს-ს საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების კვირეულის ფარგლებში, რუსთავის ავტოდრომზე სიჩქარის გადაჭარბებისთვის დაჯარიმებულ მძღოლებთან შეხვედრა გაიმართა

შსს-ს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა, გოგა რაზმაძემ და საქართველოს საავტომობილო ფედერაციის პრეზიდენტმა, შოთა აფხაზავამ, შსს-ს საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების კვირეულის და გაერო-ს საგზაო უსაფრთხოების მეოთხე გლობალური კვირეულის ფარგლებში, რუსთავის ავტოდრომზე მძღოლებთან საინფორმაციო-შემეცნებითი შეხვედრა გამართეს. შეხვედრაზე მოწვეული იყვნენ ის მძღოლები, რომლებსაც სიჩქარის გადაჭარბებისთვის ყველაზე მეტი ჯარიმა აქვთ მიღებული.

ღონისძიების ორგანიზატორებმა კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღნიშნეს ის რისკები და საფრთხეები, რომლებიც საგზაო მოძრაობის წესების დარღვევას მოსდევს, მათ შორის, სიჩქარის გადაჭარბებას.

„როგორც იცით, შს სამინისტრომ საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების კვირეული დაიწყო. ჩვენი დღევანდელი შეხვედრაც აღნიშნული კვირეულის ფარგლებში გაიმართა. მოგეხსენებათ, შსს-ს საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების კამპანიის სახეა შს სამინისტროს მომსახურების სააგენტოს სპორტული კლუბი Mia Force-ს წევრი, ძარიანი ავტომობილებით რბოლაში პირველი ქართველი ევროპის ჩემპიონი დათა ქაჯაია. იგი პროფესიონალი მრბოლელია და სარბოლო ტრასაზე უმაღლესი სიჩქარის განვითარება მისი პროფესიაა. თუმცა, რეალურ ტრასაზე ის კანონმორჩილი მძღოლია. მჯერა, რომ თქვენი თანადგომით, ყველა მძღოლი, ვინც ქუჩებში გადაჭარბებული სიჩქრით მოძრაობს, ავტოდრომზე გადმოინაცვლებს და ადრენალინს აქ დახარჯავს. ყველას უსაფრთხო და მშვიდობიან მგზავრობას გისურვებთ“, – განაცხადა საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა გოგა რაზმაძემ.

შეხვედრის დასრულების შემდეგ მონაწილე მძღოლებს საჩუქრად ავტოდრომით სარგებლობის აბონემენტი გადაეცათ.

კომენტარები გამორთულია