გახდება თუ არა ფასიანი ქართული არხები

0
3219

ინფორმაცია სოციალურ ქსელში ვრცელდება „არა ფასიან ქართულ არხებს”.

„„რუსთავი 2“, „მაესტრო“ , „ჯიდიესი“ და „იმედი“ საკაბელო ტელევიზიებს მათი გავრცელებისთვის თანხის გადახდას სთხოვენ
საზოგადოებას კარგათ ახსოვს თუ რა ვითარება იყო მედია ბაზარზე „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ე.წ. „Must carry”-სთან დაკავშირებული რეგულაციების განხორციელებამდე.
ე.წ. “Must Carry”-ის უფლების მოპოვება თამამად შეიძლება ითქვს, რომ არსი ქართული საზოგადოების მონაპოვარი, რათა საქართველოს თითოეულ მოქალაქეს, რომელიც სარგებლობს ე.წ. საკაბელო ტელევიზიების მომსახურებით, ჰქონოდა შესაძლებლობა ყოველგვარი დაბრკოლების გარეშე მიეღო მისთვის სასურველი და მისაღები ინფორმაცია ნებისმიერი, საქართველოში ავტორიზებული მაუწყებლის მეშვეობით.
ხვალ შესაძლოა ეს ვითარება შეიცვალოს, რადგან უკვე თავად მაუწყებლები ე.წ. საკაბელო ტელევიზიებს ახალ პირობებს უწესებენ. როგორც ცნობილი გახდა, საკაბელო ტელევიზიებმა უკვე მიიღეს წერილობითი შეტყობინებები შპს „მედია რაითს ჯორჯიასგან“, რომელიც აცხადებს, რომ უახლოეს მომავალში მიიღებს ექსკლუზიურ უფლებას სამაუწყებლო არხების – „იმედი“, „რუსთავი 2“, „ჯიდიესი“, „მარაო“, „კომედი არხი“, „მაესტრო“ კომერციულ დისტრიბუციაზე საკაბელო ტელევიზიებსა და ინტერნეტ სივრცეში. კომპანია ასევე განმარტავს, რომ დაინტერესების შემთხვევაში საკაბელო ტელევიზიებმა 20 მაისამდე უნდა მიმართონ აღნიშნულ ორგანიზაციას, წინააღმდეგ შემთხვევაში 1 ივნისიდან მათ შეუწყდებათ ზემოაღნიშნული სამაუწყებლო არხების რეტრანსლირების უფლება.
საკაბელოები დილემის წინაშე დგანან: ან უნდა თქვან უარი ქართული არხების რეტრანსლირებაზე, ან უნდა გადაუხადოთ მოთხოვნილი თანხა მაუწყებლებს რაც გამოიწვევს თავად ამ საკაბელო ტელევიზიების აბონენტებისთვის სააბონენტო გადასახდელის გაზრდას, რისი სურვილით საკაბელო ტელევიზიებს არ აქვთ.
ჯერჯერობით უცნობია ის თუ რამდენად აქვს თავად ამ კომპანიას სამაუწყებლო არხების „რუსთავი 2“, „მაესტრო“, „იმედი“, „ჯიდიესი“ „კომედი არხი“, „მარაო“ კომერციულ საწყისებზე გავრცელების ექსკლუზიური უფლება, ასევე ისიც, თუ რა პირობების დაკმაყოფილებას და რა ტარიფებს მოითხოვენ მაუწყებლები საკაბელო ტელევიზიებს მათი სამაუწყებლო არხების გავრცელებისთვის.”- წერენ facebook გვერდზე.

 

NO COMMENTS