გლობალური პროგრამა “ჯანმრთელი ბავშვები”

0
56

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო მხიარული სტარტების ეროვნულ ფედერაციასთან ერთად, გლობალური პროგრამის „ჯანმრთელი ბავშვების“ ფარგლებში, ახორციელებს პროექტს „მხიარული გაკვეთილები კვებაზე“. პროექტის მიზანია ხელი შეუწყოს სასკოლო ასაკის ბავშვებში ჯანსაღი ცხოვრების წესის დანერგვას, პოპულარიზაცია გაუწიოს ჯანსაღი კვების, ჰიგიენის, ფიზიკური აქტივობის მნიშვნელობას სხვ.
პროექტის ფარგლებში შემუშავებული მასალა უფასოდ გადაეცემა ყველა ბენეფიციარს, კერძოდ: სახელმძღვანელოები II და III კლასის მოსწავლეებისთვის, რომლებიც მოიცავს გაკვეთილებს, ვიქტორინებსა და სავარჯიშოებს ჯანსაღი ცხოვრების წესის შესახებ; მეთოდური სახელმძღვანელო II და III კლასის დამრიგებლებისთვის, რომელიც მოიცავს ინფორმაციას გაკვეთილებისა და ვიქტორინების ჩატარების შესახებ; ასევე ვიზუალური, შემეცნებითი მასალა გადაეცემა მშობლებს.
პროექტის ფარგლებში ყოველწლიურად ტარდება ტრენინგები პედაგოგებისთვის, პროგრამის მიმდინარეობის მონიტორინგი, მცირემასშტაბიანი კვლევა მოსწავლეთა და მშობელთა ცოდნის დონის შესაფასებლად ჯანსაღი ცხოვრების წესის პრინციპებზე.

კომენტარები გამორთულია

LEAVE A REPLY