პირველი კომერციული ფრენა საქართველოში მანგლისის მიმართულებით შესრულდა

0
266

პირველი კომერციული რეისი საქართველოში 1923 წლის 10 მაისს შესრულდა. თბილისი – მანგლისის სამოქალაქო რეისს მხოლოდ ერთი მგზავრი ჰყავდა.

ამიერკავკასიის საჰაერო სააქციო საზოგადოების – „ზაკავიას“  კუთვნილ საჰაერო ხომალდს „იუნკერს-13“-ს მეთაური შპილი და ბორტტექნიკოსი საღარაძე მართავდნენ.
აეროდრომების არ არსებობის, მეტეოროლოგიური ინფორმაციის არ ქონისა და ავიაციის ადრეულ ეტაპზე ხშირი კატასტროფებით განპირობებული ფრენის შიშის გამო, აღნიშნული და იმხანად დაგეგმილი სხვა რეისებიც არარეგულარულად სრულდებოდა.

კომენტარები გამორთულია