პირველი ქვეყანა, რომელმაც საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის გამო აშშ-ს დაფინანსება დაკარგა

0
1077

აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარების გამო, ნაურუმ აშშ-ს დაფინანსება დაკარგა.

ავსტრალიის ჩრდილოეთით მდებარე მცირე ზომის კუნძულოვანმა სახელმწიფომ 2009 წელს საქართველოს ოკუპირებული რეგიონების, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა აღიარა.

შეგახსენებთ, რომ, შაბათს, 6 მაისს, დონალდ ტრამპმა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდამჭერ კანონს ხელი მოაწერა, რომლის მიხედვითაც, ამერიკის შეერთებული შტატების დაფინანსებით ვერ ისარგებლებს ვერცერთი ქვეყნის ცენტრალური მთავრობა, თუ მან აღიარა რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის/სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა, ან მათთან დაამყარა დიპლომატიური ურთიერთობები.

 

კომენტარები გამორთულია