რუსთავის მერიამ ერთი ლიფტის აღდგენა-მოდერნიზაციის სამუშაოების შესასრულებლად ტენდერი გამოაცხადა

0
553

რუსთავის მერიამ ერთი ლიფტის აღდგენა-მოდერნიზაციის სამუშაოების შესასრულებლად ტენდერი გამოაცხადა

ქალაქ რუსთავში მე-20 მკ/რნ-ის #17 საცხოვრებელი სახლის პირველ სადარბაზოში ლიფტის აღდგენა მოდერნიზაციის სამუშაოების შესასყიდად რუსთავის მერიამ ტენდერი გამოაცხადა. სატენდერო თანხად 16`941.00 ლარია გათვალისწინებული, აღნიშნულ თანხაში არ შედის დღგ.

ტენდერი 10 მაისს  გამოცხადდა, წინადადებების მიღება 15 მაისს დაიწყება და 17 მაისს დასრულდება, გამარჯვებულმა კომპანიამ სპეციალური სამონტაჟო და სამშენებლო სამუშაოები უნდა განახორციელოს ხელშეკრულების გაფორმებიდან 30 კალენდარულ დღეში.

 

კომენტარები გამორთულია